უცხოური მედიასაშუალებები 23 წლის სალმან აბედის ფოტოებს ავრცელებენ. დიდ ბრიტანეთში დაბადებული აბედი იმ ტერაქტის მომწყობად ითვლება, რომელიც მანჩესტერ არენაში, კონცერტის მსხვლელობისას განხორციელდა. როგორც ცნობილია, აბედიზე ინფორმაცია ქავეყნის საგამოძიებო უწყებას თავდასხმამდე ჰქონდა. ტერორისტი წარმოშობით ლიბიელი იყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სალმან აბედი დიდ ბრიტანეთში, ტერაქტის მოწყობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის ოფიციალური ცნობით, 3 კვირით ლიბიაში იყო. მაგრამ გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ამ დროის განმავლობაში აბედი სირიაში ჩასულიყო და ტერორისტებთან ერთად მონაწილეობა წვრთნებში მიეღო. 22 მაისს, მანჩესტერში მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე, სისხლიანი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა.