07:14
1 მარტი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ვინ არის 2020 წლის ყველაზე მდიდარი ინსტაგრამ-ინფლუენსერი, რომელიც პოსტში მილიონზე მეტს შოულობს
15-01-2021

სერვისმა Hopper HQ Instagram ინფლუენსერების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც სარეკლამო დამკვეთები პოსტის დადებაში ფულს უხდიან.
2020 წელს ახალი ლიდერი ჰყავს და ეს გახდა მსახიობი დუიენ ჯონსონი, რომელსაც პოსტის დადებაში დამკვეთი მილიონ 15 ათას დოლარს უხდის, მას 187 მილიონ 300 ათასი გამომწერი ჰყავს ამ სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ დუეინ ჯონსონი ერთადერთია წლევანდელ რეიტინგში, რომელსაც მილიონზე მეტ დოლარს უხდიან.

მეორე ადგილზეა წინა წლების ლიდერი მოდელი ქაილ ჯენერი 986 ათასი დოლარით, მას ინსტაგრამზე 181 მილიონ 500 ათასი 000 გამომწერი ჰყავს. მესამე ადგილზეა ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო 889 ათასი დოლარით, მისი აუდიტორია 224 მილიონ 800 ათასია.

ათეულში ხვდებიან ასევე: კიმ კარდაშიანი, არიანა გრანდე, სელენა გომესი, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი, ტაილორ სვიფტი და ნეიმარი.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები