პოპულარული ჟურნალი Forbes-ი 2019 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობებს ასახელებს.
ქალებს შორის პირველ ადგილს ცნობილი ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი იკავებს. 34 წლის მსახიობი განსაკუთრებით პოპულარული „შურისმაძიებლებში“ მონაწილეობის შემდეგ გახდა. მიმდინარე წელს მან 56 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, გასულ წელს კი მისი შემოსავალი 15 მილიონ 500 ათასი დოლარი იყო.
სიის მე-2 ადგილს კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი სოფია ვერგარა იკავებს. აღსანიშნავია, რომ ის განსაკუთრებით ცნობილი პოპულარულ ამერიკულ სერიალ „თანამედროვე ოჯახში“ მონაწილეობის შემდეგ გახდა. მიმდინარე წელს მან 44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.