ჟურნალმა Forbes-მა კრიპტოვალუტების ყველაზე მდიდარი მფლობელების სია გამოაქვეყნა. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე გამდიდრებულ ბიზნესმენთა რეიტინგში პირველ ადგილზე Ripple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კრის ლარსენი გავიდა, რომლის ქონებაც 8 მილიარდ დოლარამდეა. რეიტინგის პირველ სამეულში მოხვდა ასევე კანადელი მეწარმე ჯოზეფ ლაბინი. ის Ethereum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო მისი ქონება ერთიდან ხუთ მილიარდამდე დოლარს შეადგენს.