აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ იპოვა პოტენციური ინვესტორი, რომელიც მზად არის, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში ინვესტიცია განახორციელოს. ამის შესახებ დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაზაფხულზე პროექტისთვის 120 მლნ რუბლი ანუ მილიონ 648 ათას 874 დოლარი გამოიყო, მაგრამ მას შემდეგ ფასები მკვეთრად შეიცვალა.
ბჟანია დე ფაქტო მთავრობას დათხოვით დაემუქრა, თუკი 2024 წლის იანვრამდე სოხუმის აეროპორტი არ აღდგება.
პოტენციურ ინვესტორზე დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ერთ-ერთ აფხაზ ეკონომისტს რადიო „თავიუსფლების“ რუსულ ბიუროსთან საუბრის დროს წამოცდა, რომ ეს შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფო ინვესტიცია იყოს.