"ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში" - ამ თემაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ახალ ანაგარიში წარადგინა, რომელიც 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის წევრის, ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, კვლავ ნარჩუნდება ტენდეცია, როდესაც მმართველ პარტიას ყველაზე დიდი რაოდენობის შემოწირულობა აქვს. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც შემომწირველები მმართველ პარტიასთან ბიზნეს ინტერესებითაა დაკავშირებული.