06:04
1 დეკემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ვინ ააშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ დაჯდება
27-10-2020

თბილისის მერიის მიერ თემქის (ზღვისუბნის) ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა - „ენსისი“ და „საბა კონსტრაქშენი“, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, „ენსისს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხოლო „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულად გამოვლინდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 მილიონ 636 ათას 970 ლარს შეადგენდა, თუმცა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების თანახმად, პარკის მოწყობა 35 მილიონ 709 ათას 577 ლარი დაჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თემქის ხევის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი და ა.შ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.

რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, მისი მფლობელი - შპს „საბა ინვესტია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც სლავა შერაზადიშვილია.

AutoPlay
Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას 2021 წლის დასაწყისში ჩაუშვებს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
იაპონელებს მთავრობა ელექტრომობილების შესაძენად ფულს გადაუხდის
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
2020 წელს მსოფლიოში 1000-ზე მსხვილი კომპანია კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
იანვარ-ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა, ხოლო გათხევადებული აირების - გაიზარდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი 14%-ით, საექსპორტო ფასი კი 4%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები