ბუკინგემის სასახლეში ბრიტანეთის იმპერიის კავალერის ორდენით დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელზეც ჯილდო ვიქტორია ბექჰემმა დაიმსახურა. საპატიო პრემია მას პრინცმა უილიამმა გადასცა. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმოადგენელმა ვიქტორია მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ღონისძიებას ესწრებოდა ვიქტორიას მეუღლე და ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, რომელიც ორდენის კაველერი 2003 და 2004 წლებში გახდა.