დიმიტრი ქუმსიშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის რაიმე სახის კავშირს უარყოფს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ვიქტორ დოლიძის თქმით, მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. სტამბოლში, BSEC-ის სამიტზე გადაღებული ფოტოს რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი და დიმიტრი მედვედევი გვერდიგვერდ დგანან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.