ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელის, გია ზედანის სახელობის ყოველწლიური ახალგაზრდული ტურნირი დასრულდა. სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა 2007-2008 წელს დაბადებულმა მოზარდებმა მიიღეს. ფინალში ბათუმის დინამო თბილისის ვიკინგებს დაუპირისიპირდა, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ვიკინგებმა ეს ტურნირი უკვე ზედიზედ მეორედ მოიგეს. ტურნირზე სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინეს, საუკეთესო მოთამაშედ კი ლუკა კობერიძე დასახელდა. ტურნირი მიზნად ისახავს მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას.