დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს არც სურვილი გვაქვს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც საზოგადოებას ტელევიზიის განვითარების ხედვა წარუდგინა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის, გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ ან ფინანსურ ინტერესებს.