ყველა პირი, რომელსაც ვიეტნამში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, პაციენტები სახლში დაბრუნებას რამდენიმე დღეში შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ ვიეტნამში მკურნალობას კორონავირუსით დაინფიცირებული 16 პირი გადიოდა. ისინი კარანტინში 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება საფრანგეთს, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტიდან 11 ვირუსისგან განიკურნა. ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.