"ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან," - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას გააკეთა. ამასთან, მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მაღალი შეფასება აქვს მიცემული.