ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით დღეს ახალი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს დასკვნის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები - თუ რა მოხდა 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე.კომისიამ დღეს განცხადება გავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის - მ.კ.-ს როლს.