საფრანგეთი საყვარელ მსახიობს ემოციურად დაემშიდობა, ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა,ბელმონდომ მსოფლიო აღიარება და ცნობადობა ჟან-ლიუკ გოდარის 1960 წლის კლასიკით, Breathless, მოიპოვა, რომელშიც ის ამერიკელ მსახიობ, ჯინ სიბერგთან ერთად მონაწილეობდა. ბელმონდო, რომელსაც ფრანგმა მაყურებელმა სიყვარულით ბებელი შეარქვა, 60-იან და 70-იან წლებში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. მისი პოპულარობის მიზეზი გამორჩეული გარეგნობაც იყო, რომლითაც იმ დროის ვარსკვლავისგან, ალენ დელონისგან განსხვავდებოდა.
სწორედ არასტანდარტულმა გარეგნობამ მას საშუალება მისცა ეთამაშა როგორც ქურდის, ისე პოლიციელის, მღვდელისა თუ საიდუმლო აგენტის როლები. ბელმონდო საკმაოდ მოქნილი იყო და ფილმებში რთულ ტრიუკებსაც დამოუკიდებლად ასრულებდა. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს ითვლის. მონაწილეობა 80-ზე მეტ ფილმში აქვს მიღებული