გამოცემა WSJ-ის ინფორმაციით, Victoria's Secret-ის დამფუძნებელმა ლესლი ვექსნერმა, რომელიც კომპანიას 1963 წლიდან მართავს, შესაძლოა, პოსტი დატოვოს. ამას კი შესაძლოა, არა მხოლოდ ხელმძღვანელის, არამედ მფლობელის ცვლილებაც მოჰყვეს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, გამორიცხული არ არის, ვესნერმა პოსტის დატოვების შემდეგ ბრენდი სრულად ან ნაწილობრივ მაინც გაყიდოს. მას ამ დროისთვის კომპანია L Brands-ის აქციების 17% ეკუთვნის, ეს კომპანია კი ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა: PINK და Bath & Body Work.
ცნობისთვის, გასულ წელს Victoria's Secret-ის აქციები 29%-ით გაუფასურდა, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი კაპიტალიზაცია ხუთჯერ არის შემცირებული. 2015 წელს ის 29 მილიარდს შეადგენდა, ხოლო ამჟამად 5 მილიარდ 680 მილიონი დოლარია.