Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რამაც კომპანიის მომავალი სრულად უნდა შეცვალოს.Victoria’s Secret-ში “ანგელოზების” ეპოქა დასრულდა. თუ ბრენდის საქმიანობას და მარკეტინგულ პოლიტიკას აქამდე ხშირად უკავშირენდნენ გარეგნობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების გავრცელებას, ამჯერად VS-მა გადაწყვიტა თავის პოლიტიკაში ქალების გაძლიერების მიმართულება აქციოს პრიორიტეტად.ორი ახალი ინიციატივა წარდგინა. Victoria’s Secret Collective და Victoria’s Secret-ის გლობალური ფონდი ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ – სწორედ ამ ორი ახალი პროექტით იწყებს ბრენდი ახალ ეტაპს. ictoria’s Secret-ის ისტორიის გათვალისწინებით, ბრენდის სტრატეგიის ასეთი ცვლილება საზოგადოებისა და საერთაშორისო მედიის ნაწილისათვის გარკვეულ ეჭვებს აჩენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის იდეა თანამედროვე სამყაროში ხშირად გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისათვის, შესაძლოა VS-ის შემთხვევაშიც ეს რეალობა მივიღოთ. ვარაუდის ლეგიტიმურ საფუძველს ამყარებს ისიც, რომ ეს რებრენდინგი კომპანიის დიდ ფინანსურ ჩავარდნას ბოლოს კი 2019 წელს “ანგელოზების შოუს” რეიტინგის დაცემას მოჰყვა. საინტერესოა ამჯერად მაინც თუ დაახწევენ თავს კრიზისს.