საინვესტიციო კომპანიამ Sycamore Partners-მა (სიქამორფართნერსმა) შესაძლოა, Victoria's Secret-ის 55% შეიძინოს. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება. გამოცემის წყაროს ცნობით, კომპანია ამ წილის შეძენას L Brands-ისგან აპირებს, რომელიც Victoria's Secret-ის მფლობელი 1982 წლიდანაა.
გამოცემის ცნობით, ბრენდ Victoria's Secret-ის ღირებულება მილიარდ 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მისმა შემოსავლებმა გასულ წელს მხოლოდ 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მისი მფლობელი კომპანიის L Brands ღირებულება 7 მილიარდი დოლარია, მაშინ როცა 2015 წელს 29 მილიარდი დოლარი ღირდა.