ვგავართ ჩვენ ისეთ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს?, - ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით.როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის არ არის საინტერესო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი პარტია. დეპუტატის განცხადებით, ახლა მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში არსებული გამოწვევების მოგვარება და მოსამართლეთა სიის შეჩერება. ასევე შესაძლებელია ეკა ბესელია ხვალ უმრავლესობის სხდომას არ დაესწროს. ეკა ბესელიას განცხადებით, მას აღნიშნულთან დაკავშირებითბ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ შესაძლოა, ხვალ იმ დეპუტატების გარიცხვის საკითხზე იმსჯელოს, რომლებიც ე.წ. მეამბოხეების სიაში შედიან.