ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელი ან საერთოდ არ იქნებიან სხვა ქვეყნების პირველი პირები იანუგურაციაზე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისივე თქმით, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია, თუმცა კითხვის მიუხედავად, არ დაუკონკრეტებია, რაზე დაყრდნობით აკეთებს აღნიშნულ განცხადებას. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ყოველივე ეს გამოწვეულია იმ არადემოკრატიული ქმედებებით, რომლის ფონზეც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.„ვფიქრობ, თითზე ჩამოსათვლელი ან საერთოდ არ იქნება ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნების პირველი პირები. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, ყველასთვის იყო შოკი ის, რაც საქართველოში მოხდა. ეს მარტო საქართველო პრობლემა კი არ არის, რაც ივანიშვილმა ჩაატარა, ეს არის ევროპის პრობლემაც“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავშია დაგეგმილი.