ვფიქრობ, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კიდევ ვერ დაამთვარა "დიდოსტატის მარჯვენას" წაკითხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის ჯგუგურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა. როგორც ის განმარტავს, სასამართლო პროცესების გახსნასთან დაკავშირებით, მისი შუამდგომლობა გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე არ განუხილავს.
დღევანდელ სასამართლო სხეომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას 5 მოწმე მისცემს.