ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის ვეტოების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ბესელია განმარტებით, ვეტო არის ის სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს იშვიათ შემთხვევაში.