საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით ცხოველების გამოფენა გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით გამოფენის მიზანი დამთვალიერებელთათვის სხვადასხვა სახის ცხოველების გაცნობა, ვეტერინარიის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ცხოველების მოვლა-პატრონობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტის, ლალი ვეშაკიძის ინფორმაციით, ოჯახებში ცხოველების ყოლის ინტერესი ყოველწელს უფრო იმატებს. მისივე თქმით მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ ოჯახში ცხოველი კარგია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინონ ის ზოოლოზური დაავადებები, რაც შეიძლეbა ცხოველს თან ახლდეს არასწორი მოვლის შემთხვევაში.