12:36
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 - ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება
17-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატი - 22 ლარი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.

პრემიერ - მინისტრმა ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ გულითადად სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, ვინც მეორე მსოფლიო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსა და მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის. დღეს თქვენთან და მთელს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებთ იმ გმირთა ხსოვნას ვინც ოჯახებს ვერ დაუბრუნდა და ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. საზოგადოების განვითარების საზომი არის ის თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანებზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბატონმა კობა კობალაძე ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ნაბიჯი ჩამოთვალა, ყველა ის პროგრამა რომელიც განხორციელდა და რომელიც განხორციელდება, იქნება ეს 1000 ლარიანი დანამატები თუ სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი რაც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე.

ასე რომ, საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

AutoPlay
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის გარკვეული პრობლემები იყო და დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები - ექიმი
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
თბილისში 17 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე 2 არასრლუწლოვანი დააკავეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის 3 410 შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
საჯარო მოხელე
17-10-2021
საჯარო სამსახურშიც დაგვპირდით ხელფასების ზრდას 2022 წლის იანვრიდან, თუმცა ერთი ლარითაც არ არის 2022 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა გათვალისწინებული საჯარო სამსახურების უმრავლესობაში. მატყუარა ხართ ბატონო ირაკლი!
ნინო
17-10-2021
კიდევ კარგი გაგახსენდათ, რატომ 10–ჯერ არა?? თუ არ ეკუთვნით? 110 ლარი რა ჩემი ფეხებია პურის ფულად არ ეყოფათ. უსინდისოებო.
სხვა სიახლეები