არსებული ინფორმაციით, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად შუა ხნის მამაკაცის მკვლელობის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 7 გასროლის ხმა გაიგეს. საქმეზე პოლიციაში გამოკითხვები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თვითმხილველთა ნაწილმა პოლიციის შენობა განმარტებების გარეშე დატოვა. ვერცხლის ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცი გუშინ საღამოს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოთხჯერ ნასამართლევია. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული თავდასხმის მიზეზი სწორედ მოკლულზე შურისძიებაა.