თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სროლისას დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც რესუბლიკურ საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცს, რომელიც მათთან შეიყვანეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. სროლა ვერცხლის ქუჩაზე გუშინ იყო. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.