21:41
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ვერცერთი ჩირი ვერ იქნება მიმზიდველი ფერის, თუ გოგირდის დიოქსიდს არ გამოიყენებენ - როგორ უნდა ამოიცნოთ და გამოდევნოთ ქიმიური ნივთიერებები?
01-03-2019

მაღაზიის დახლებზე შეხვდებით თხილეულთან ერთად დაფასოვებულ ჩირებსაც, ყველაზე  ხშირად კი გარგრის ჩირს. მიუხედავად იმისა, რომ გარგრის ჩირი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, უნდა იცოდეთ, რომ ის მიმზიდველი გოგირდის დიოქსიდის დამსახურებითაა, რომელიც თითქმის არასდროსაა მითითებული დაფასოვებული ჩირების ეტიკეტზე.


გოგირდის დიოქსიდი, უფერული გაზი, ლაბორატორიებში იყენებენ გამხსნელად. ხილის გამოშრობის პროცესში, უზრუნველყოფს პირვანდელი ფერის შენარჩუნებას,  გამოიყენება კონსერვანტად და ხელს უშლის პროდუქტის ზედაპირზე ბაქტერიების წარმოქმნას. შედის საეჭვო დანამატების სიაში, შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ასევე დააზიანოს კუჭ-ნაწლავი. ეტიკეტზე აღინიშნება როგორც ე 220. 

გახსოვდეთ!! ვერცერთი ხილი ვერ იქნება მკვეთრი, ლამაზი მიმზიდველი ფერის, თუკი მწარმოებელი ამ ნივთიერებას არ გამოიყენებს მისი დაჩირებისას.  მაგალითად თუ თქვენ, სახლის პირობებში გარგარს დააჩირებთ, ის გამუქდება. ბუნებრივია მაღაზიაში მუქი ფერის ასეთი პროდუქტის ყიდვა არავის მოუნდება და არჩევანს ყველა ოქროსფერ გარგრის ჩირზე გააკეთებს, სინამდვილეში კი მას ეს ფერი გოგირდის დიოქსიდის გამოყენებით აქვს შენარჩუნებული.  იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვნეს მიერ შეძენილი პროდუქტი ნამდვილად გოგირდის დიოქსიდის გამოყენებითაა გამომშრალი, შემდეგი ექსპერიმენტი დაგეხმარებათ. დაასხით ჩირს ონკანის გრილი წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, დაამატეთ ნაყენი მანგანუმიან წყალს, გოგირდის დოქსიდიანი წყალი მანგანუმს ფერს დაუკარგავს, მაშინ, როცა ჩვეულებრივი წყლის დასხმის შემთხვევაში, მანგანუმი ფერს შეინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ გოგირდის დიოქსიდი,  ღია ფერის თითქმის ყველა ჩირის ზედაპირზეა,  მისი ორგანიზმში მოხვედრისგან თავის დაცვა შესაძლებელია.  ამისთვის აუცილებელია  შეძენილ ჩირს დაასხათ გრილი წყალი და გააჩეროთ 1 საათის განმავლობაში, ამ ხნის მანძილზე უმჯობესია, თუკი წყალს 3-4 ჯერ შეცვლით. შედეგად გოგირდის დიოქსიდი წყალში გაერევა და ჩირში ის აღარ იქნება, რადგან აღნიშნული ნივთიერება ვერ აღწევს ნაყოფის შიგნით.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები