ნეპალში წყალდიდობის და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 38 ადამიანი დაშავდა, 30 კი დაკარგულად მიიჩნევა. წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია.სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა კიდევ ორი დღე გაგრძელდება. სტიქია ქვეყნის 22 რაიონს შეეხო. 1146 მცხოვრები ევაკუირებულია.