იტალიის ქალაქ ვერონაში უილიამ შექსპირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ მიხედვით მოწყობილი სასტუმრო „ჯულიეტას სახლი“ ვალენტინობის დღეს კონკურსში გამარჯვებულ 2 სტუმარს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს. ამ ინფორმაციას გამოცემა CNN Airbnb-ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბინების გაქირავების ყველაზე პოპულარულმა სააგენტომ გადაწყვიტა რომანტიული დასვენების მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი გაეკეთებინა. ისინი ვერონაში არსებულ ყველაზე ცნობილ შენობას- ე.წ. „ჯულიეტას სახლს“, სადაც 1960-იან წლებში პიესის მიხედვით „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია გადაიღეს, ვალენტინობას 2 სტუმარს დაუთმობენ.
ამისათვის კი მსურველებმა სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ, სადაც განმარტავენ, თუ რატომ უნდა შეარჩიოს Airbnb-მა მაინცდამაინც ისინი. აპლიკაციის შევსება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. განცხადების მიხედვით, ოთახში იგივე საწოლი და ნივთები იქნება განთავსებული, რომლებიც ეკრანიზაციის დროს გამოიყენეს.