23:58
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ვერმონტის შტატში 21 წლის ასაკამდე მობილურის ტარება შესაძლოა, დასჯადი გახდეს
27-01-2020

ვერმონტის შტატში კანონმდებლები მუშაობენ კანონპროექტზე, რომლის დამტკიცების შემთვევაში, 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის მობილურის ტარება დასჯადი გახდება. შტატის დემოკრატი სენატორის, ჯონ როჯერსის განმარტებით, არასრულწლოვნების მიერ მობილურის გამოყენება რიგ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, კანონის დამტკიცების შემთვევაში კი, ადგილობრივები ამ საფრთხეებს თავიდან აიცილებენ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის მართვის დროს ძალიან ბევრი მოზარდი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი ხდება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო კონტროლის დეპარტამენტი იუწყება, ავტომობილის მართვის პარალელურად მობილურის გამოყენების დროს ყოველწლიურად ავარია ხდება. შედეგად კი, მილიონამდე ადამიანი შავდება, ექვს ათასამდე კი, იღუპება.

დოკუმენტი ვერმონტის შტატის იურიდიულ კომიტეტს განსახილველად რამდენიმე დღის წინ უკვე გადასცეს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 21 წლამდე ახალგაზრდები მობილურ ტელეფონებს ხშირად იყენებენ თანატოლების ბულინგისა და მუქარისთვის. ახალგაზრდების მსგავსი საქციელი კი, ხშირად იწვევს სუიციდის შემთხვევებს.

თუ ვერმონტის შტატში აღნიშნულ კანონს მიიღებენ, მისი დარღვევის შემთხვევაში, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები