ამერიკის შეერთებული შტატების ვერმონტის შტატში მობილური ტელეფონის ტარება 21 წლამდე პირებისთვის შესაძლოა, დასჯადი გახდეს. ამ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
კანონპროექტის იდეა შტატის სენატორს, ეკუთვნის. მისი თქმით, ახალგაზრდების მიერ მობილური ტელეფონის გამოყენება არაერთ საფრთხესთან არის დაკავშირებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 21 წლამდე მოზარდები მობილურ ტელეფონებს ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებენ და მათზე დამოკიდებულები არიან. ამასთან, მოზარდების დიდი ნაწილი მობილურ ტელეფონს ავტომობილის მართვის დროს იყენებს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს ზრდის. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მობილურის გამოყენების დროს მილიონ 600 ათასამდე ავარია ხდება.
იმ შემთხვევაში, თუ ვერმონტის შტატში აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებენ, კანონის დამრღვევ ახალგაზრდებს ჯარიმის სახით ათასი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევთ.