ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი ხალხის იმ რაოდენობის მობილიზებას შეძლებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ "პოლიცია და ლგბტ თემის წარმომადგენლები სულის შებერვით დაიშალონ". მისივე თქმით, გამოიკითხა თუ არა სახალხო რაზმის შექმნის თაობაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვინმე, მას ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.