ვერის ბაღის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. შეგახსენებთ, რომ ვერის ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დასრულდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 215 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა შპს „არქიტექტორები.ჯი2-მა“ მიიღო, თუმცა, როგორც მათი წინადადებების განხილვისას აღინიშნა, წარმოდგენილი ხედვა არ იყო თანხვედრაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან; დასახვეწი იყო პროექტის განმარტება; არ ჩანდა პროექტის ერთიანი კონცეფცია და მისი ძირითადი პრინციპები. შესაბამისად, წინადადებების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით ტენდერი შეწყდა.