თბილისში, ვერეს ხეობაში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა. ცხედარი თავდაპირველად ვერეს ხეობაში მცხოვრებმა პირებმა შეამჩნიეს და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე საქმე უკვე აღიძრა სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.