მდინარე ვერეს ხეობაში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საავადმყოფოში დაადასტურეს.
რაც შეეხება სამ დაშავებულს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. ავტომობილმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობზე ბუნებივი აირის მილს შეეჯახა, რის შემდეგაც მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.