ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალს დღეს საავადმყოფოში წარუდგენენ.ექიმი ვარაუდობს, რომ ადუაშვილს კლინიკიდან ხვალ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ გაწერენ.ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.