16:07
19 ივლისი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ
16-01-2019

ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ. ამის შესახებ "პალიტრანიუსთან" სისხლძარღვთა ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ადუაშვილი კლინიკაში გუშინ, სასრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 6 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით შეიყვანა, მას წუხელვე სასრაფო ოპერაცია ჩაუტადა.
"პაციენტს ხვალ გავწერთ, გუშინ სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, სისხლძარღვი იყო დაზიანებული, იღლიის ქვეშა ვენა და კუნთები. სისხლძარღვის მთლიანობა აღდგა, კუნთები გაიკერა და ახლა პალატაშია. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, კიდურში სისხლის მიმოქცევა სრულად კომპენსირებულია. პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, მარჯვენა მხრის სარტყლის არეში იყო ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ერთი წინა ზედაპირზე, მეორე უკანა ზედაპირზე. მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მთლიანობაში სულ 6 ჭრილობა ჰქონდა. აღნიშნული ჭრილობები ბასრი საგნით არის მიყენებული და არ არის ცეცხლნასროლი ჭრილობა", - განაცხადა ბოცვაძემ.

AutoPlay
IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების პირად რეიტინგში დავით ბაქრაძე ლიდერობს
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
ბათუმის სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
საერთაშორისო კონკურსში "ბიგ აიდეა ჩელენჯ" გამარჯვებულ გუნდს 3 000 გირვანქა სტერლინგი გადაეცა
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
IRI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 52 %-ის აზრით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
"სად არის ეგ ზუსტად?" - ტრამპის შეკითხვა მიანმარელ ლტოლვილს
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
იაპონიის ქალაქ კიოტოში ანიმეს სტუდიაში ხანძრის გამჩენს სიკვდილით დასჯა ემუქრება
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები