რუსთაველის გამზირზე "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა მიმართეს. აქციაზე მხარდამჭერებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქციის პარალელურად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა განაახლა და მის მიერ ორგანიზებულ აქციას აშუქებდა. აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
იხილეთ:
"რუსთავიც რუს(ს)თავს მოაჭრის" - დეფი გოგიბედაშვილი
"ჩვენ ვიცავთ ხალხის რჩეულ ტელევიზიას" - სოფო ნიჟარაძე "რუსთავი 2"-ის აქციაზე