19:11
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
რეკლამის ჰიტები
ვერაფერი შეედრება ნიროს! - ორიგინალური სარეკლამო რგოლები
06-07-2019

სადაზღვევო სფეროს რეკლამები, როგორც წესი, ემოციური სთორითელინგით ნაკლებად გამოირჩევა. თუმცა, სულ სხვა შემთხვევაა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია Travelers-ის რეკლამების სერია. კამპანია, სახელწოდებით “მზრუნველობის ისტორიები” Travelers-მა სააგენტოებთან TBWA\Chiat\Day, New York ერთად შექმნა. კრეატიულ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა რეჟისორი ლენს აკორდი, რომელიც Nike-ის კანის გრან პრის მფლობელი კამპანიის Dream Cracy შექმნას უძღვებოდა. ვიდეორგოლების სერიაში გადმოცემულია სხვადასხვა ამბავი თბილ ოჯახურ ურთიერთობებზე, რაც ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორ შეიძლება მიიქციოს ყურადღება პატარა დასახლებამ, რომელიც საერთოდ არაფრითაა ცნობილი? მაუნთ-პერლი (Mount-Pearl) კანადის ერთი პატარა ქალაქია, 25,000-იანი პოპულაციით. დასახლებამ, ქალაქისა და სხვადასხვა პროდუქციის პოპულარიზაცია რეპ-სიმღერით გადაწყვიტა. სიმღერა, სახელწოდებით Welcome to Mount Pearl, სახალისოდ აჩვენებს ადგილობრივ ბარებს, პარკებს, სალაშქრო ადგილებს და სასაცილო პონისაც კი. რეკლამაში ქალაქის მაცხოვრებლები და მისი ამჟამინდელი მერიც კი მონაწილეობს. ვიდეორგოლის მთავარი გმირი ტელეწამყვანი ჯეისონ პირსია. კამპანიაზე სააგენტომ Target Marketing იმუშავა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს Saatchi & Saatchi-სთან, TBWA-სთან და სხვა გლობალურ სააგენტოებთან. ამასთან, თავად სააგენტოსაც აქვს მოგებული კანის ლომი, კამპანიისთვის Cruisin To Win 3.

ჰოლივუდელი მსახიობი რობერტ დე ნირო Kia-ს რეკლამაში გამოჩნდა. ვიდეორგოლი ავტობრენდის ელექტრომობილ e-Niro-სთვის შეიქმნა. სიუჟეტის მიხედვით, მსახიობი რეკლამის გადაღებაზე მისთვის უჩვეულო ფორმით ცხადდება და გაკვირვებულ რეჟისორს ეუბნება: “სცენარისტებმა მითხრეს, რომ ნიროს მოდურ ვერსიას იღებთ და აი, მეც აქ ვარ”… რეკლამაზე სააგენტომ Havas Media იმუშავა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, საბერძნეთის ქალაქ სეპოლიას ქუჩებში მოთამაშე ერთი ბიჭისთვის რომ გეკითხათ, ვინ უნდა გამოვიდეს, გიპასუხებდათ: NBA-ს მოთამაშე! დღეს, იანის ანტეტოკოუნმპოს მსოფლიო კალათბურთის გულშემატკივრები იცნობენ. წლების განმავლობაში, ის დაუღალავად მუშაობდა, რომ კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში მოხვედრილიყო. Nike-მა, რომელიც პროფესიონალ სპორტსმენებს მხარს უჭერს, იანისის საპატივცემულოდ, საბერძნეთის ყველაზე მაღალ, ოლიმპოს მთაზე კალათბურთის ფარი დადგა და თანამედროვე კალათბურთის ვარსკვლავს ვიდეორგოლების სერიაც მიუძღვნა.

AutoPlay
დიეგო კონტრერასი Iphone 11 Pro-ს კინემატოგრაფიულ შესაძლებლობებს ცდის
21-09-2019
"სპორტი ყველაფერს ცვლის" - Nike-ის კამპანია გრძელდება
21-09-2019
რა სუპერძალა აქვს 5G-ს? - Vodafone-ის რეკლამა
21-09-2019
"გადაარჩინე სამსახურზე მიჯაჭული მეგობარი"; "ეთამაშე პირლოს - თვალს პირველი ვინ დაახმახამებს?" - ორიგინალური სარეკლამო რგოლები
03-08-2019
ძალიან სწრაფი სავარძელი მოგზაურობისთვის - Virgin-ის კამპანია; რა მოაქვს შენთვის მოგზაურობას? - China Airlines-ის კამპანია - ორიგინალური სარეკლამო რგოლები
20-07-2019
კურიერი, რომელსაც შეკვეთა ნამდვილ ფილმებში მიაქვს; მნიშვნელოვანი და ემოციური ოჯახური მომენტები - ნახეთ ორიგინალური სარეკლამო რგოლები
13-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები