სახალხო დამცველის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხერხდება სპეცრაზმელების იდეტიფიცირება. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის ოპერაციების დროს, სამართალდამცავების იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი, იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა დადგინდეს, თუმცა წინა აქციების მსგავსად, მაშინ როცა მოხდა დაშლა, ძალიან ჭირს პიროვნების იდენტიფიცირება. მისივე ინფორმაციით, პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს.