ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განცხადებით, პირს, რომელმაც მის ავტომობილს ესროლა, არ იცნობს.
როგორც სულაბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არც ის იცის რის გამო მოხდა გასროლა ან უკავშირდება თუ არა აღნიშნული „დინამოს“ საქმეს.
ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.