ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, "როსავიაციის" მიერ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-სთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება, ფრენების აღდგენას არ ნიშნავს.
მინისტრი მიესალმება თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის.
თავის მხრივ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ფრენების აღდგენის აუცილებლობაზე ხელისუფლებამ მითი შექმნა და ეს მითი იმ ფაქტმა დაანგრია, როდესაც რუსული ე.წ. ემბარგოს მიუხედავად ქვეყანაში ტურისტული ნაკადი მაინც გაიზარდა.