პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ ახლო მომავალში მთავრობაში რაიმე სახის ცვლილებას არ ელოდება. შეგახსნებეთ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ სადაც არამარტო კონკრეტული მინისტრების, არამედ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძის გადადგომაზეც იყო საუბარი. ბახტაძის შემცვლელად კი შს მინისტრი გიორგი გახარია მოიაზრებოდა. თუმცა ამდროისთვის ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ცვლილებებს და არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას.