იტალიის ქალაქ ვენეციის მერი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს. ამის მიზეზი ქალაქში წყლის დონის მკვეთრი მატებაა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ვენეციაში წყლის სიმაღლემ 187 სანტიმეტრს მიაღწია, რაც ქალაქს საფრთხეს უქმნის. როგორც მერი ლუიჯი ბრუგნარო აცხადებს, ვითარება ვენეციაში დრამატულია.
"ჩვენ მთავრობას დახმარების თხოვნით მივმართეთ. ხარჯები დიდი იქნება. ეს კლიმატური ცვლილებების შედეგია", - განაცხადა ვენეციის მერმა.
"ბიბისის" ცნობით, მსგავსი სიმაღლის წყალი ბოლო 50 წლის განმავლობაში ვენეციაში არ ყოფილა.