საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ.მხარეებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია განიხილეს, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს.ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განიხილება, რომლის მიზანიც გამოძიების ხარისხის გაზრდაა. მანამდე კომისიის დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების ინტერესის მთავარი სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში გამოძიების წარმართვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა.