ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობები, ჯეინ ფონდა და რობერტ რედფორდი ოქროს ლომის ქანდაკებებით დააჯილდოვეს. ჯილდო ჰოლივუდის ვარსკვლავებს კარიერაში მიღწეული წარმატებისა და კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია მსახიობების ახალი ფილმის სახელად "ჩვენი სულები ღამით" პრემიერამდე გაიმართა. ეს ფილმი ფონდასა და რედფორდის რიგით მეოთხე ერთობლივი ნამუშევარია.