ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტოდ ფილიპსის "ჯოკერმა"საუკეთესო ფილმის წოდება და ოქროს ლომი მიიღო.რამდენიმე დღის წინ ფილმის პრემიერა საკმაოდ ხმაურიანად შედგა, ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი ფეხზე წამოდგა, ოვაციები კი რვა წუთს გაგრძელდა.