ვენეციაში წყალდიდობის გამო, კვლავ საგანგებო მდგომარეობაა. ვენეციის ცენტრალურ ქუჩებში წყლის დონემ 150 სანტიმეტრს მიაღწია, ელოდებიან, რომ იგი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვეულებრივ წყლის დონე ვენეციაში 80-90 სანტიმეტრია ხოლმე.
სტიქიამ ქალაქს მილიარდ ევროზე მეტის ოდენობის ზარალი მიაყენა. მნიშვნელოვანი ზიანი ტურიზმის სექტორს მიადგა.
ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუგნარომ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც საგანგებო ვითარების მართვაზე მუშაობს. მსგავსი დონის წყალდიდობა ვენეციაში ბოლო 50 წელია არ ყოფილა.