ვენეციაში ნავის კაშხალზე შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის მოტორიანი ნავების დიზაინერი ფაბიო ბუცი. დანარჩენი ორი მსხვერპლი კი ბრიტანელია.
როგორც ცნობილია, ნავი დაახლოებით 20 მეტრის სიგრძის იყო და მას საათში 130 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეეძლო. იგი მონტეკარლოდან მიემგზავრებოდა ვენეციაში, როდესაც სან ნიკოლეტოს კაშხალს შეეჯახა.