ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გარდა ამისა, გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაყინა. ამის მიზეზი ხოსე გუაიდოს მიერ საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადება გახდა. იგი გარდამავალ პრეზიდენტად უკვე აღიარა აშშ-მ და კიდევ ათზე მეტმა ქვეყანამ. ვენესუელაში ამჟამად პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისია. ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება. გაეროს ცნობით, 21 იანვრის შემდეგ ქვეყანაში არეულობის დროს სულ მცირე 40 ადმაიანი მოკლეს, ხოლო 850 დააკავეს.